Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"იდღეგრძელე საქართველო," - გამოფენა ქუთაისში

თარიღი : 8-05-2015, 13:10 | კატეგორია: საზოგადოება, კულტურა   
topnews.com.ge
ქუთაისში, დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში საერთაშორისო გამოფენა სახელწოდებით "იდღეგრძელე საქართველო" გაიხსნა. გამოფენა ორმაისობას, ქუთაისელთა სახალხო დღესასწაულს მიეძღვნა. გამოფენაზე წარმოდგენილია გალერიის ფონდიდან სხვადასხვა წლებში საერთაშორისო პლენერებზე შესრულებული ნამუშევრები. დამთვალიერებელს გერმანიის, კუბის, პოლონეთის, ბულგარეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის და უკრაინის ცნობილი მხატვრების ფერწერული ტილოების ხილვა შეუძლია.
"ხელოვნების, მხატვრობის მოყვარულთათვის გალერიის კარები ღიაა,"- განაცხადა გალერიის დირექტორმა ელისო ჩოგოვაძემ.
დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში გამოფენა მაისის ბოლომდე გაგრძელდება.



ნანახია: 2783-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეა ღია კარის დღეს
პროექტი საქართველოში უკვე 5 წელია რაც წარმატებით ხორციელდება.

ამინდი