„ხალხი შეგვაწუხა შიმშილმა, უმუშევრობამ, ამ მთავრობის უნიათობამ“

ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან მთავრობის გადადგომის მოთხოვნით დღეს ორი აქცია გაიმართა. ერთი აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით შედგა, ხოლო მეორე აქციაზე სხვადასხვა საჭიროებისა და პრობლემის მქონე მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ორივე აქციას საერთო მოთხოვნა ჰქონდა. აქციის მონაწილეები მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ.
„ვაპროტესტებთ ყველაფერს. არაფერს გვიკეთებს ეს მთავრობა. უსირცხვილოდ რომ იძახიან პრობლემები არ არის და მოსყიდული ხალხი გამოდის აქციებზეო, რა გვჭირს ჩვენ მოსასყიდი. ხალხი შეგვაწუხა შიმშილმა, უმუშევრობამ და ამ მთავრობის უნიათობამ,“ - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა დღეს ახალი მთავრობა უნდა დაამტკიცოს.