Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუთაისის მერი აგრძელებს ქალაქის ბიძინაზე გადაფორმებას"

თარიღი : 7-05-2015, 20:25 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“ ქუთაისის მერიის მიერ ქალაქში პარკირების ადგილების მოსაწყობად აუქციონის მესამედ გამოცხადებას ეხმიანება.
ორგანიზაციის დირექტორის გია გოქაძის თქმით, პარკირების პირველი აუქციონის გამოცხადების დღესვე ცნობილი იყო, რომ ერთლოტიანი აუქციონი გაუბედურებულ ქუთაისში არავის დააინტერესებდა.
„ დღეს უკვე გასაგებია რა ყოფილა ამგვარი მოდელის მოფიქრების მიზეზი. მერი მურღულია და მისი მოადგილეები ბევრს რისკავენ. მათდა სამწუხაროდ, ყველაფერი ზედაპირზე დევს და საზოგადოება დღითი დღე რწმუნდება, რომ ეს ჯგუფი კერძო პარტიული ინტერესების დასაკმაყოფილებლადაა მოსული. წინასწარ ცნობილია, რომ კიდევ ერთი საწარმო, რომელიც ბიუჯეტის ხარჯზე გაიხსნება, „ქართული ოცნების“ აქამდე დაუსაქმებელი აქტივისტებით იქნება დაკომპლექტებული. მურღულია აგრძელებს ქუთაისის ბიძინაზე გადაფორმებას. სანოტარო ბიურო მერიის შენობაა. პარკირების საგზაო ნიშანს "P"-ს თუ შეცვლიან და "SH" -დ გადააკეთებენ, უფრო ლოგიკური იქნება,“ - ამბობს გია გოქაძე.
იმ შემთხვევაში, თუ მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონი მესამედაც არ შედგება, შეწყდება ძველი კონტრაქრორების უფლებები, ქუთაისის მერია თავად დააფუძნებს შესაბამის ორგანიზაციას, რომელიც ქუთაისში პარკირების ორგანიზებას მოახდენს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია მერის მოადგილემ კოტე ქავთარაძემ მიაწოდა.


ნანახია: 2372-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერს შოთა მურღულიას ქალაქში პარკირების ადგილების მოსაწყობად გამოცხადებული აუქციონის ჩაშლაში ადანაშაულებენ.
ქუთაისში პარკირების ადგილების მოწყობა კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში არ მოხერხდება.
"ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისის მერიას აკრიტიკებს.
ევროპა ჩვენი სახლია"-ს წარმომადგენლებმა ქუთაისში, პარკირების კუთხით არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
შპს-ს დაფუძნებაზე მერიამ თანხმობა ქალაქის საკრებულოსგან უკვე მიიღო.

ამინდი