ქუთაისის მერიამ პარკირების ადგილების მოწყობაზე აუქციონი მესამედ გამოაცხადა
თარიღი : 7-05-2015, 20:02 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მერიამ ქალაქში პარკირების ადგილების მოწყობის მიზნით აუქციონი მესამედ გამოაცხადა.
იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი მესამედაც არ შედგება, შეწყდება ძველი კონტრაქრორების უფლებები, ქუთაისის მერია თავად დააფუძნებს შესაბამის ორგანიზაციას, რომელიც ქუთაისში პარკირების ორგანიზებას მოახდენს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია მერის მოადგილემ კოტე ქავთარაძემ მიაწოდა.
აუქციონის პირობები წინა ორი აუქციონის პირობების მსგავსად უცვლელია.
"აუქციონი ქალაქში პარკირების ორგანიზების უფლების მოსაპოვებლად ერთ ლოტად გამოცხადდა. თანხა ისევ 660 000 ლარია. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი ისევ არ შედგება, ქუთაისის მერია პარკირების ორგანიზებას და მართვას თავის თავზე აიღებს, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურებს, იმას რომ მერიის გათვლები ეფუძვნება ბიზნესის კუთხით რენტაბელობას და ეკონომიკური შესაძლებლობების საფუძველს," –განაცხადა კოტე ქავთარაძემ.
აუქციონი მიმდინარე წლის 22 მაისს დასრულდება.