"სამართლიანი არჩევნები" საჯარო მოხელეებს დახმარებას სთავაზობს
თარიღი : 7-05-2015, 15:12 | კატეგორია: საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ საჯარო მოხელეებისათვის ახალ პროექტს იწყებს. ამის შესახებ ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.
ლომჯარიას თქმით, პროექტი უფასო იურიდიულ დახმარებას ითვალისწინებს იმ საჯარო მოხელეებისათვის, რომლებიც ჩათვლიან, რომ ადმინისტრაციამ ისინი უსამართლოდ გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, ორგანიზაცია რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებსა და მათთვის საქმიანობის გაცნობას მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავს.