კახა კალაძე ხონის საპატიო მოქალაქე გახდა

6 მაისს, ხონელობის დღესასწაულზე, ხონის საკრებულოსთან არსებულმა „საპატიო ხონელის წოდების მინიჭების კომისიამ“ ის სამი ადამიანი დაასახელა, რომლებიც ხონის საპატიო მოქალაქეები გახდნენ. აღნიშნული ტიტული ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს, ხონის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღოლ მამა იოანესა და პედაგოგ ვერა ხობუას მიენიჭა.

საპატიო ხონელის წოდების დამადასტურებელი სიგელი და მედალი საპატიოებს ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯემალ მებუკემ გადასცა. საპატიო ხონელებს წოდება იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემაც მიულოცა.

საპატიო ხონელის წოდების დამადასტურებელი სიგელი და მედალი საპატიოებს ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯემალ მებუკემ გადასცა. საპატიო ხონელებს წოდება იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემაც მიულოცა.