თერჯოლის რაიონის სოფელ გოგნში გიორგობის დღეასწაული აღნიშნეს
თარიღი : 6-05-2015, 22:50 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

გიორგობის დღესასწაული აღნიშნეს თერჯოლის რაიონის სოფელ გოგნში.
წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში ათასობით ადამიანი მივიდა.
გიორგობის აღსანიშნად მორწმუნეებმა კარუგდებლის სალოცავზე ასვლას წინა ღამით დაიწყეს.
,,უკვე რამოდენიმე წელია, რაც გიორგობის მოსალოცად კარუგდებლის ეკლესიაში მოვდივართ ოჯახით, მომლოცველთა რაოდენობა ყოველ წელს უფრო და უფრო იზრდება. წმინდა გიორგის მადლი ფარავდეს მთელ საქართველოს"- განაცხადეს -TopNews.com.ge-სთან საუბარის დროს მომლოცველებმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგობას გოგნში ტრადიციულად მე-8 საუკუნიდან აღნიშნავენ. სამლოცველოს და წმინდა გიორგის ხატს უამრავი სასწაული უკავშირდება. გადმოცემის მიხედვით, წმინდა გიორგის სახელობის მთაზე არსებული სამლოცველოს კარი არ იკეტებოდა, ამიტომ მას ხალხმა გოგნის კარუგდებელი უწოდა.
მე-8 საუკუნეში აშენებული სამლოცველო კომუნისტებმა 1925 წელს დაანგრიეს. მისი აღდგენა 1990 წელს მოხერხდა.
ნია ჯანჯღავა