იმერეთის გუბერნატორი „საერთაშორისო-გამჭვირვალობა“ საქართველოს კვლევას ეხმაურება
თარიღი : 6-05-2015, 16:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

იმერეთის გუბერნატორი"საერთაშორისო-გამჭვირვალობა"საქართველოს კვლევას ეხმაურება.
კვლევაში აღნიშნული იყო, რომ იმერეთის გუბერნატორის მხრიდან ადგილი ჰქონდა ქონებრივი დეკლარაციის არასრულყოფილ შევსებას და ერთის შემთხვევაში სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო ჩართულობას.
როგორც ჭიჭინაძემ განაცხადა, ის ქონება, რომელიც მან ქონებრივი დეკლარაციაში არ შეიტანა რეალურად არ არსებობს და არც ფინანსურ სარგებელს იღებს.
"საერთაშორისო- გამჭირვალობა, როცა გქვია საქართველოში მაინც უნდა მუშაობდე ნორმალურად. რახან ეძებენ რაღაც-რაღაც მიზეზებს, მაშინ საბანკო ბრუნვებიც ენახათ, რა ბრუნვებია. როცა იძახიან ქონებას მალავსო, კარგი იქნება, თუ კარგად დაუკვირდებიან და ნახავენ ბანკიდან იმხელა სესხები, რომ მაქვს გამოტანილი. ის ქონება, რომელიც მათ დაწერეს და აღნიშნეს, რომ დეკლარაციაში არ შეიტანაო მე მინდა მათ ვუთხრა, რომ მხოლოდ ქაღალდზე არსებობს ეს ყველაფერი. თუ რაღაც დარღვევა არის, თავიდან შევავსებ ქონებრივ დეკლარაციას,"- განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.
შეგახსენებთ, რომ გივი ჭიჭინაძე, იმერეთის გუბერნატორის თანამდებობაზე 2015 წლის 23 თებერვალს დაინიშნა, მანამდე კი ქალაქ თბილისის ვაკის რაიონის გამგებლის პოზიციას იკავებდა. გივი ჭიჭინაძე წლების მანძილზე ანსამბლ „ქართული ხმების“ მომღერალი და სოლისტი იყო.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, გივი ჭიჭინაძის მიერ 2014 წლის 3 ოქტომბერს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ის და მისი ოჯახის წევრები ფლობენ ოთხ ბინას თბილისში, ერთ ბინას ადიგენში და ერთ სახლს ამბროლაურში. გივი ჭიჭინაძის საკუთრებაშია ასევე, Suzuki Grand Vitara-ს მარკის ავტომობილი. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, გივი ჭიჭინაძე ამ დრომდე, შპს „გროსს ტურ ჯორჯიას“ (ს/კ 400104203) 10%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია, რითიც საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ირღვევა, რომელიც თანამდებობის პირს რომელიმე საწარმოში თანამდებობის დაკავებას უკრძალავს.