Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვინ ჩაიბარებს ჯარისკაცის მამის მემკვიდრეობას ქუთაისში?

თარიღი : 6-05-2015, 08:52 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში არსებული რეჟისორ რეზო ჩხეიძის სახლი, სადაც ჩხეიძე დაიბადა და სიცოცხლის ბოლო წლების გატარებას აპირებდა, მისი დიდი სურვილით რამდენიმე თვის წინ კინოსახელოსნოდ გადაკეთდა. სახლს ხელოვნების სახლი- "ჯარისკაცის მამა" ეწოდა. ამავე სახლში კინორეჟისორის ეროვნული არქივიც დაბინავდა, რომელიც სპეციალურად თბილისიდან ჩამოიტანეს, თუმცა მისმა ავადმყოფობამ საქმის სწრაფად განხორციელებას ხელი შეუშალა. გააგრძელებს თუ არა აღნიშნული დაწესებულება ფუნქციონირებას და ვინ უხელმძღავანელებს კინირეჟისორის ხელოვნების სახლს? თემაზე topnews.com.ge რეზო ჩხეიძის ახალგაზრდა მეგობარს და "ჯარისკაცის მამის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს, შალვა კამლაძეს ესაუბრა.

http://topnews.com.ge/photo/news/1430887928.jpg


"მოგეხსენებათ, ეს სახლი არის ბატონი რეზოს ბავშვობის ეპოქის, მაგრამ, წლების მანძილზე აღარ იყო ჩხეიძეების მფლობელობაში. წელიწადნახევრის წინ კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით და მისი ძალიან დიდი სურვილით, სახლი კვლავ მას დაუბრუნდა და დიდი გეგმებიც ჰქონდა, რომელიც ამ სახლში უნდა განხორციელებულიყო. მე ეჭვიც არ მეპარება, რომ მისი ფიზიკურად ჩვენთან არ ყოფნის შემთხვევაში საქმის განხორციელება გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ ქალაქის მერია დაინტერესებულია და აღნიშნული გეგმებით,"-ამბობს შალვა კამლაძე.
რეზო ჩხეიძე 1926 წლის 8 დეკემბერს ქუთაისში დაიბადა. ის 1937 წელს დახვრეტილი ცნობილ მწერლის დავით ჩხეიძის (დია ჩიანელის) შვილი იყო. რეზო ჩხეიძეს კუთვნის ფილმები -"ჩვენი ეზო“, „მაია წყნეთელი“, „განძი“, „ზღვის ბილიკი“, „ჯარისკაცის მამა“, „ღიმილის ბიჭები", „ნერგები“ და „მშობლიურო ჩემო მიწავ!“ ჩხეიძის ფილმებს ახასიათებს მაღალი იდეურობა, სიახლის გრძნობა, სისადავე, მოქალაქეობრივი ჟღერადობა. რეზო ჩხეიძე ასევე იყო ყოფილი სსრკ უმაღლესი საბჭოს IX-XI მოწვევების დეპუტატი, ხოლო 1963-1981 წლებში საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის მდივანი, 1974 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, ორი სხვა ორდენითა და მედლებით. ცნობილი რეჟისორი მიმდინარე წლის 3 მაისს ავადმყოფობის შედეგად თბილისში გარდაიცვალა.

გიორგი აბაზაძე


ნანახია: 5308-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ასევე, მოეწყობა რეზო ჩხეიძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტო გამოფენა და ფილმის პრეზენტაცია.
კინოდარბაზში ქართული ფილმების უფასო ჩვენებები გაიმართება.
საბრძოლო დიდების მუზეუმში ღონისძიების დასრულების შემდეგ, 14:00 სთ-ზე გაერთიანებისვე ორგანიზებით, ფილმის 'ჯარისკაცის მამა' ჩვენება
მწერლისა და დრამატურგის შემოქმედების მნიშვნელობასა და როლზე საუბრობენ ჭეიშვილის მეგობრებიც.

ამინდი