Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ხონელობა 2015"-ხონი ქალაქის დღესასწაულის გრანდიოზულად აღნიშვნას გეგმავს

თარიღი : 6-05-2015, 08:37 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ყოველი წლის 6 მაისს, გიორგობასთან ერთად, ხონი "ხონელობასაც" აღნიშნავს. მეშვიდე საუკუნით დათარიღებული ლეგენდის თანახმად, წმინდა გიორგის მარჯვენა ილორის წმინდა გორგის ტაძარში, ხოლო მეორე ხელი ხონის წმინდა გიორგის ტაძარში ინახებოდა, ამიტომაც უკვე საუკუნეებია გიოგრგობა ორივეგან მაშტაბურად აღინიშნება, მაგრამ დღესასწალს მხოლოდ რელიგიური დატვირთვა ჰქონდა. 90-იანი წლებიდან კი მას კულტურულ-სანახაობრივი ელემენტები დაემატა და ,,ხონელობის", როგორც სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა დაიწყო.
დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება, ნოდარ დუმბაძის მემორიალური დაფის გახსნა (დედისეულ სახლში ) და ასევე, ოფიციალურად იხსნება ტურისტული სეზონი ხონის მუნიციპალიტეტში.
ხონის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისთის ელისო ჯიქიას განცხადებით, ,,ხონელობა 2015"-ისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები მხოლოდ საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაზე დაიხარჯა. მისივე თქმით, დღესასწაულზე სტუმრებს ცენტრალური ხელისუფლებიდან და სხვადასხა მინუციპალიტეტიდან ელოდებიან.

თიკო ძოძუაშვილი


ნანახია: 2511-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მუნიციპალიტეტში საზეიმო ღონისძიებებს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრება.
უნიციპალიტეტში საზეიმო ღონისძიებები დილიდან, ხონის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში წირვალო-ლოცვით დაიწყო
აღნიშნული ხატი ხონის წმინდა გიორგი სახელობის ტაძრიდან 1923 წელს კომუნისტების მიერ განხორციელებული დარბევის დროს დაიკარგა.
აღსანიშნავია, რომ გეგუთის ციხე მალე შეუერთდება დასავლეთ საქართველოს ტურისტული ობიექტების რიცხვს.

ამინდი