Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ნაგინები დედები, მოედნიდან გაქცეული მეკარე და ჩაშლილი მატჩი ბაღდათში

თარიღი : 5-05-2015, 22:46 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბაღდათის მუნიციპალიტეტში ფეხბურთის ეროვნული ჩემპიონატის მეორე ლიგის შეხვედრა სიტყვიერი დაპირისპირების გამო ჩაიშალა. საფეხბურთო მატჩში ერთმანეთს ბაღდათის "საირმე" და ვანის "სულორი" ხვდებოდა.
"თამაში ბაღდათის გამგებლის გამო ჩაიშალა. გამოდგა გამგებელი. ჯერ აგინა ვანელებს, შემდეგ შარვალი ჩაიხადა და ისე გააგრძელა გინება," - განუცხადა Topnews.com.ge-ს ინცინდენტის ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
Topnews.com.ge ინცინდენტის დეტალების ბაღდათის გამგებელთან ირაკლი გეგეშიძესთან გადამოწმებას შეეცადა. გამგებელმა საფეხბურთო მატჩის ჩაშლაში სტუმრები დაადანაშაულა.
"არავითარი ინცინდენტი არ ყოფილა. მსაჯებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თამაში შეეწყვიტათ, რადგან ჩათვალეს, რომ მათ ხელს უშლიდნენ. დღევანდელ თამაშ ვანის გუნდისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. თუმცა ეს ხომ ფეხბურთია, სპორტია, გასართობია და აქედან ის ხომ არ უნდა გააკეთო, რომ წაგება არმაგედონიაო. ვანის გუნდს ბევრი ნასვამი ახლდა. ქვების სროლა დაიწყეს. მე ვუთხარი, რომ თუ აქ დედის საგინებლად იყვნენ მოსული, ჩვენგანაც იგივეს მიიღებდნენ. სტუმარი გუნდის მეკარე საერთოდ გაიქცა მოედნიდან და ვიღაცასთან გააბა ლაპარაკი. უაზრობები ხდებოდა. მე პირადად შეურაცხყოფა მომაყენეს და ამ შეურაცხყოფაზე ვუპასუხე," - ამბობს ირაკლი გეგეშიძე.
მომხდართან დაკავშირებით სააგენტო ვანის გამგებელს ზაზა ხურციძესაც დაუკავშირდა, თუმცა გამგებელმა სატელეფონო ზარი უპასუხოდ დატოვა.


ნანახია: 4566-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვანისა და ბაღდათის საფეხბურთო გუნდები ერთამანეთს ლიდერის ტიტულის მოსაპოვებლად უპირისპირდებიან.
მეუფე ორივე გუნდს, ასევე, მსაჯებს და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს მიმართავდა თხოვნით, რომ "ფეხბურთი უნდა იყოს შეჯიბრი და არა
შეხვედრა ვანში, გრიგოლ ნიკოლეიშვილის სახელობის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება.
საფეხბურთო მატჩს ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძე და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი ადგილობრივი
ბაღდათის ყოფილმა გამგებელმა ირაკლი გეგეშიძემ, სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
უმრავლესობის დეპუტატს წინასწარმეტყველებას უწუნებენ.

ამინდი