იმერეთის გუბერნატორმა ქონება დამალა

თანამდებობის პირთა კვალიფიკაცია, მათი ქონებრივი მდგომარეობა და ბიზნესწილები მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ამჯერად წარმოგიდგენთ ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებზე.
რწმუნებული-გუბერნატორი საქართველოს ცხრა მხარეში ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია. მას თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. გუბერნატორი საქართველოს მთავრობის დავალებით კოორდინაციას უწევს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, მათ შორის რეგიონული პოლიტიკის განხორციელებას და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ცალკეულ კომპონენტებს. ის ასევე ახორციელებს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებს და მონაწილეობს რეგიონული განვითარების ღონისძიებებში. აღსანიშნავია, რომ ერთი გუბერნატორის თანამდებობა – გურიის მხარეში — ამ დრომდე ვაკანტურია.
ჩვენმა კვლევამ დაადგინა, რომ გუბერნატორების შემთხვევაშიც იკვეთება კავშირები ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ კომპანიებსა და ფონდებთან. რვა მოქმედი გუბერნატორიდან ორი „ქართუ“ ბანკის, ერთი კი საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ყოფილი თანამშრომელია. ასევე, საინტერესოა, რომ ორი გუბერნატორი წარსულში შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებში მუშაობდა. ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები უკანონოდ დაინიშნენ თანამდებობებზე ან ეს მათი ერთადერთი სამსახური იყო. თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პრემიერმინისტრთან დაკავშირებულ კომპანიებში მუშაობის გამოცდილებამ მათი თანამდებობაზე დანიშვნისას გარკვეული როლი ითამაშა.
გუბერნატორების შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროების შესწავლის შედეგად, ჩვენ ასევე დავადგინეთ, რომ ორი გუბერნატორის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ქონებრივი დეკლარაციის არასრულყოფილ შევსებას და ერთის შემთხვევაში სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო ჩართულობას:
ქვემო ქართლის და იმერეთის გუბერნატორებმა ქონებრივი დეკლარაცია არასრულყოფილად შეავსეს, დამალეს რა საკუთარი და/ან ოჯახის წევრის ბიზნესწილები, რაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის დარღვევას წარმოადგენს;
იმერეთის გუბერნატორი ამ დრომდე ინარჩუნებს დირექტორის თანამდებობას მისსავე წილობრივ მფლობელობაში არსებულ საწარმოში, რაც წარმოადგენს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დაღვევას.
გივი ჭიჭინაძე იმერეთის გუბერნატორის თანამდებობაზე 2015 წლის 23 თებერვალს დაინიშნა, მანამდე კი ის ქალაქ თბილისის ვაკის რაიონის გამგებლის პოზიციას იკავებდა. გივი ჭიჭინაძე წლების მანძილზე ანსამბლ „ქართული ხმების“ მომღერალი და სოლისტი იყო.
გივი ჭიჭინაძის მიერ 2014 წლის 3 ოქტომბერს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ის და მისი ოჯახის წევრები ფლობენ ოთხ ბინას ქალაქ თბილისში, ერთ ბინას ადიგენში, და ერთ სახლს ამბროლაურში. გივი ჭიჭინაძის საკუთრებაშია ასევე Suzuki Grand Vitara-ს მარკის ავტომობილი.
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, გივი ჭიჭინაძე ამ დრომდე შპს „გროსს ტურ ჯორჯიას“ (ს/კ 400104203) 10%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია, რითიც ირღვევა საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი, რომელიც თანამდებობის პირს რომელიმე საწარმოში თანამდებობის დაკავებას უკრძალავს. აღსანიშნავია, რომ მას ეს ინფორმაცია არ აქვს დეკლარირებული. იგი ასევე არის რაგბის კლუბი „ყოჩების“ (ს/კ 202163434) და ააიპ „ქართული ხმების“ (ს/კ - 401988159) გამგეობის წევრი, რაც ასევე არ არის მითითებული დეკლარაციაში.
მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა კანონის აშკარა დარღვევა, ქართული კანონმდებლობა მსგავს შემთხვევებზე რეაგირების ეფექტიან მექანიზმებს არ ითვალისწინებს. არც საჯარო სამსახურის ბიუროს და არც რომელიმე სხვა უწყებას არ ევალება თანამდებობის პირების მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციების გადამოწმება, საჭიროების შემთხვევაში, შესწორება ან სანქციების დაკისრება. ჩვენ ამ პრობლემის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია და სამართლებრივი ხვრელის გამოსწორების მიზნით საკანონმდებლო წინადადებაც შევიმუშავეთ, რომელსაც, იმედი გვაქვს, პარლამენტი უახლოეს მომავალში განიხილავს.