ქუთაისის დღესასწაულის კარგად ჩატარებისთვის მერიის თანამშრომლებმა შესაძლოა პრემია მიიღონ
თარიღი : 5-05-2015, 15:40 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერმა „გვირილობის“ დღის ორგანიზებისთვის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებისათვის გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. შოთა მურღულიას თქმით, ქუთაისობის დღესასწაულზე ქალაქმა 40-მდე ფართომასშტაბიანი ღონისძიება გამართა. მურღულიას თქმით, ქუთაისობას ყოველგვარი პოლიტიკური ელფერის გარეშე მთელი ქალაქი ერთად ზეიმობდა და დაგეგმილ ღონისძიებებში ჯამში 10 000- მდე ადამიანი ჩაერთო. ბრიფინგზე ქუთაისის მერმა და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა ის თანამშრომლებიც მოიწვიეს, რომლებმაც საზეიმო ღონისძიებები დაგეგმეს და ორგანიზება გაუწიეს. ხელმძღვანელობისგან გამოცხადებული მადლობის გარდა, "გვირილების" ორგანიზებაში ჩართულმა პირებმა შესაძლოა პრემიებიც მიიღონ. ქალაქის მერის თქმით, საკითხს შესაბამისი სამსახური განიხილავს.