"ვარლა" მხატვართა ნამუშევრების საგაზაფხულო გამოფენას მასპინძლობს

ქუთაისი ადგილობრივი თვითმართველობისა და გალერეა ,,ვარლას" ერთობლივი ორგანიზებით მხატვართა ნამუშევრების საგაზაფხულო გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია ფერწერული ნამუშევრები, ქანდაკებები, გრაფიკა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.

გამოფენაში მონაწილეობას იღებენ როგორც ადგილობრივი, ისე რეგიონში მოღვაწე ხელოვანები ხონის, ვანის, ჭიათურის ,სამტრედიისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებიდან. საგაზაფხულო გამოფენაზე მიმდინარე წელს პირველად გამოიფინება ოთხი დამწყები მხატვრის ნახატები.
როგორც იმერეთის მხატვართა რეგიონული ორგანიზაციის დირექტორი ვალერ მეძმარიაშვილი სააგენტო TOPNEWS.COM.GE -სთან საუბარში აცხადებს, 2015 წელი შემოქმედებითად დატვირთულია. ივლისისთვის დაგეგმილია იუბილარი ხელოვანების გამოფენა შემდეგ საშემოდგომო და საშობაო გამოფენები.
,, 2007 წლიდან ყველა გამოფენაში ვიღებ მონაწილეობას და დღეს ერთ-ერთი საუკეთესო გამოფენაა, რაც მინახავს. მრავალფეროვნებაა და მომწონს,რომ ხელოვანები რეგიონებიდანაც არიან წარმოდგენილები,"- აცხადებს საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი ბარნაბ ფხაკაძე.
საგაზაფხულო გამოფენა "ვარლაში", რომელზეც 56 ხელოვანის 140 ნამუშევარია გამოფენილი, 25 მაისამდე გაგრძელდება.
თიკო ძოძუაშვილი