ქუთაისის ტორპედოს და თბილისის დინამოს ფანებმა კვლავ იჩხუბეს
თარიღი : 5-05-2015, 13:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

მიმდინარე წლის 2 მაისს, თბილისში, ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ შეხვედრა აღნიშნული საფეხბურთო კლუბების გულშემატკივრების დაპირისპირებით დაიწყო და დასრულდა.
მომხდარს არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას“ თავმჯდომარე გია გოქაძე ეხმიანება. გოქაძე ხელისუფლებას აღნიშნული საკითხის დარეგულირებისაკენ მოუწოდებს.
„თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელჩართული ჩხუბი დაიწყო, რომელიც შემდეგ მოედანზე გაგრძელდა. მე ვერაფრით გავიმეორებ იმ სიტყვებს, რაც იქ ისმოდა. ეს არის ტრადიციული დაპირისპირება. იცოდნენ, რომ ჩხუბი იქნებოდა, მაგრამ ზომები არავინ მიიღო. ეს ჩხუბი შეიძლებოდა მსხვერპლით დასრულებულიყო. ამიტომ, მე მივმართავ ხელისუფლებას, ამ ფანებს აეკრძალოთ თამაშზე დასწრება.სად იყო ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი,რომელიც „ტორპედოს“ პრეზიდენტია. ბელეკში ჩვენც დავისვენებთ. ეს ძალა და ენერგია საერთო მტრის წინააღმდეგ გამოვიყენოთ,“ - ამბობს გია გოქაძე.