ლეიკოზით დაავადებულ 12 ბავშვს ქუთაისის მერია თვეში 100-100 ლარით დაეხმარება
თარიღი : 5-05-2015, 12:49 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურს ახალი პროგრამა დაემატა. პროგრამა, ქუთაისში რეგისტრირებული ლეიკოზით დაავადებულ პირთა თანადგომას გულისხმობს. პროგრამის მიხედვით, 0 -18 წლამდე ლეიკოზით დაავადებული ბავშვები მატერიალური დახმარების სახით თვეში 100 ლარს მიიღებენ. აღნიშნული პროგრამისათვის ბიუჯეტში14 400 ლარია გათვალისწინებული. ქუთაისში ლეიკოზით დაავადებული 12 ბავშვია რეგისტრირებული.
სოციალური სამსახურისათვის ახალი პროგრამის დამატების გარდა, უკვე არსებული, მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი 50 000 ლარით გაიზარდა.
სოციალური სამსახურისათვის ახალი პროგრამის დამატების გარდა, უკვე არსებული, მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი 50 000 ლარით გაიზარდა.