"ზაზა მეფარიშვილი ჩემი მეგობარი და ღირსეული ადამიანია", -მეგობრის თანადგომა ყოფილ გუბერნატორს

მსოფლიო ჩემპიონი ბესო მიქელთაძე იმერეთის ყოფილ გუბერნატორს ზაზა მეფარიშვილს მხარდაჭერას უცხადებს.
მიქელთაძე ყოფილი გუბერნატორის იმ წერილს ეხმიანება, სადაც ზაზა მეფარიშვილი თანამდებობიდან მისი წასვლის მიზეზებს განმარტავს და ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს შეხვედრას სთხოვს. როგორც მეფარიშვილი წერილში ამბობს, იმერეთის გუბერნატორის პოსტიდან მისი გადადგომის საფუძველი ივანიშვილისათვის მიტანილი ჭორები გახდა.
ამავე წერილში ყოფილი გუბერნატორი იმასაც წერს, რომ ჭორი გაავრცელეს მისი მეუღლის მისამართით, რომელიც ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელია.
„მე ვნახე იმერეთის ყოფილი გუბენატორის ზაზა მეფარიშვილის წერილი, მიმართული ბატონ ბიძინა ივანიშვილისადმი. საჯაროდ ვაცხადებ, როგორც წერეთლის უნივერსიტეტის რექტორობის ყოფილი კანდიდატი, არანაირი ინფორმაცია მის შესახებ რომ ზაზა მეფარიშვილის მეუღლემ რაიმე საჩუქარი მიიღო, მე არ გამაჩნია. გარწმუნებთ, პირველი მე გავიგებდი ამ ინფორმაციას. მეტიც, ვფიქრობ, რომ ეს მწარე სიცრუეა. ზაზა ჩემი მეგობარი და ღირსეული ადამიანია. სანამ ვიცოცხლებ ვერასოდეს დავუშვებ, რომ ოცდაათი ვერცხლი მეგობრობაზე ძვირფასია,“ - წერს მიქელთაძე.
შეგახსენებთ, რომ ზაზა მეფარიშვილმა იმერეთის გუბერნატორის თანამდებობა მიმდინარე წლის 22 თებერვალს დატოვა.