Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსების მომხრე 10 000 მოქალაქეა

თარიღი : 4-05-2015, 12:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსების მსურველთა რიცხვი დაახლოებით 10 000 ადამიანს აღწევს. მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც ქალაქში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებდა, პროცესი უკვე დაასრულა.
„დავასრულეთ ხელმოწერების შეგროვების პროცესი და წინასწარი მონაცემებით შედეგი გვაქვს მეტად სასიხარულო და შესანიშნავი! გადავლახეთ 10 000-იანი ზღვარი, რაც დამეთანხმებით, მართლაც გასაოცარია იმ პირობებში, რა პირობებშიც ჩვენ ვიყავით. რომ არა თქვენი მონდომება, მხარდაჭერა და გვერდით დგომა ეს შედეგი ნამდვილად ვერ დადგებოდა, რისთვისაც მინდა არა მარტო მადლობა გადაგიხადოთ, ქედი მოვიხარო თქვენს წინაშე! ბევრი თქვენგანის გამამხნევებელი და იმედის მომცემი სიტყვები სტიმული იყო ჩვენთვის ბოლომდე მიგვეყვანა ეს პროცესი, რადგან ამ ხნის მანძილზე გვქონდა უაღრესად რთული პერიოდები, რაზეც საჯარაოდ არ გვისაუბრია და საფრთხეც არსებობდა რომ ეს პროცესი ბოლომდე ვერ მისულიყო, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით!
რა თქმა უნდა, ამით ყველაფერი არ დამთავრებულა და წინ გველის კიდევ უფრო რთული და საინტერესო პროცესი, რადგან მხოლოდ ხელმოწერების შეგროვება საკმარისი არ არის თუ ადრესატამდე ეს ყველაფერი არ მივიდა, არ მივიდა სწორად და იმ სულისკვეთებით, რა სულისკვეთებაც ჩვენ ჩავდეთ ამ ყველაფერში ასე რომ, პერიოდულად გაგაცნობთ დაგეგმილ ქმედებებსა და რა თქმა უნდა შედეგებსაც,“- ამბობს მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი მალხაზ ფხაკაძე.


ნანახია: 2037-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსების მომხრეა, აღნიშნული მიზნით ქალაქის მასშტაბით
ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსების საკითხი კვლავ გაურკვეველია.
ამისათვის 10 მოქალაქისაგან შემდგარმა ჯგუფმა 4 თვის განმავლობაში 200 000 -მდე ხელმოწერა უნდა შეაგროვოს.
სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტის დატოვების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნის საკითხი ისევ აქტუალურია.

ამინდი