პროექტი გერმანელი და ქართველი მუსიკოსების დამეგობრებისათვის
თარიღი : 2-05-2015, 23:59 | კატეგორია: საზოგადოება

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა. საერთაშორისო პროექტი სახელწოდებით ,,კამერტონი" პოპულარიზაციას უწევს კლასიკურ მუსიკას და დამწყებ ქართველ მუსიკოსებს საშუალებას აძლევს გამოვიდნენ გერმანიის სხვადასხვა ქალაქში. პროექტის მიზანს გერმანელი და ქართველი მუსიკოსების პროფესიული და მეგობრული კუთხით დაკავშირება წარმოადგენს. ღონისძიებებს გოეთეს ინსტიტუტი და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს. კლასიკური მუსიკის საღამოზე სამი ქართველი და სამი უცხოელი დამწყები მუსიკოსის მიერ შუბერტის, შუმანის, ბეთჰოვენის და ჰენდელის ნაწარმოებები შესრულდა.