პრემიერი ქუთაისელებს გვირილობას ულოცავს
თარიღი : 2-05-2015, 19:29 | კატეგორია: ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი ქუთაისელებს გვირილობის დღესასწაულს ულოცავს.
"ყველა ქუთაისელს გულითადად ვულოცავ 2 მაისს - ქუთაისისა და ქუთაისელების დღესასწაულს - გვირილობას. ეს ლამაზი დღესასწაული უკვე ტრადიციაა, რომელიც ას წელზე მეტია აღინიშნება. ვუსურვებ ქუთაისელებს სილაღეს, სიმშვიდეს და ბედნიერ ცხოვრებას თავიანთ ულამაზეს, უძველეს, გამორჩეულ ქალაქში", - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მისალოც წერილში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.