Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ფიროსმანის ნახატების გამოფენამ ქუთაისის კულტურული ცხოვრება გამოაცოცხლა"

თარიღი : 2-05-2015, 18:53 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით, უკვე ერთი თვეა მირზაანის მუზეუმიდან ნიკო ფიროსმანის 14 ფერწერული ტილოა გამოფენილი. გამოფენის ორგანიზატორის თქმით, ამ გამოფენამ მნიშვნელოვნად გამოაცოცხლა არა მარტო მუზეუმის, არამედ მთლიანად ქუთაისის კულტურული ცხოვრება.
ნიკო ფიროსმანის უნიკალურ ნამუშევართა გამოფენას დღეს განსაკუთრებით ბევრი დამთვალიერებელი ესტუმრა.
„ძალიან კარგი საშუალებაა თითოეული ქუთაისელისათვის, რომ ქალაქის დღესასწაულზე გვაქვს შესაძლებლობა გავეცნოთ ფიროსმანის შემოქმედებას. არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება დამიტოვა ნახატების დათვალიერებამ და ყველას მოვუწოდებ, რომ აუცილებლად გამოიყენონ შანსი, მოვიდნენ სახელმწიფო მუზეუმში და დაათვალიერონ ფიროსმანის უნიკალური ნამუშევრები,“ - განაცხადა ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა თინათინ კუპრაშვილმა.
მირზაანის კოლექციის გამოფენა ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში დღეს სრულდება.

სოფო მანჯგალაძე


ნანახია: 2171-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დღეს ფიროსმანის სურათების გამოფენა გაიხსნა.
თიბისი გალერეაში გამოფენა ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
40-მდე მხატვრის 46 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, მუზეუმის ორ დარბაზში განთავსდა.

ამინდი