Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერული ოდა, თონეში დამცხვარი ლობიანები და ხალხური სიმღერები ქუთაისობაზე

თარიღი : 2-05-2015, 18:28 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ორმაისობასთან დაკავშირებით ნიკო მარის (ენათმეცნიერი, ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე, არქეოლოგი, კულტურის ისტორიკოსი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი ) სახლ-მუზეუმი და იმერული ოდა ქართული ხალხური სიმღერის თანხლებით გაიხსნა.

http://topnews.com.ge/photo/news/1430576688.jpg


http://topnews.com.ge/photo/news/1430576735.jpg


http://topnews.com.ge/photo/news/1430576978.jpg



ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში მდებარე იმ სახლს, სადაც ნიკო მარი დაიბადა. სახლ-მუზეუმის გახსნას წინ ბოტანიკური ბაღის ამფითეატრში გამართული კონცერტი უძღოდა, რომელშიც ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეები, ასევე ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური მუსიკალური გუნდის წევრები მონაწილეობდნენ. ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს სტუმრად ბათუმის ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ეწვივნენ. მათ ქართული ღვინო და სპეციალურად ამ დღისთვის ადგილზე თონეში გამომცხვარი ლობიანები და ხაჭაპურები დააგემოვნეს.

http://topnews.com.ge/photo/news/1430576798.jpg


http://topnews.com.ge/photo/news/1430576829.jpg


http://topnews.com.ge/photo/news/1430576851.jpg


„ორმაისობას, ქუთაისქალაქობას ანუ გვირილობას ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ,რომ სხვადასხვა ასაკის და სხვადასხვა გემოვნების ადამიანებისთვის ღონისძიებები ყოფილიყო. 40-მდე ღონისძიება იქნა დაგეგმილი ჯამში, რომელიც ერთ დღეში ვერ ჩაეტია და ხვალაც გაგრძელდება. ყველა ღონისძიება არის წარმომადგენლობითი. ტრადიციულად მუხრანის ტყე-პარკში იმერეთის 12-მა მუნიციპალიტეტმა საკუთარი ეთნოგრაფიული, ასევე კულინარიული შემოქმედება წარმოადგინა. ჩვენ ვეწვიეთ ბოტანიკურ ბაღს, სადაც ჩემი გადაწყვეტილებით დაიხარჯა დიდი თანხა იმისათვის, რომ ქალაქის ცენტრში კარგი გარემო შექმნილიყო,“ - განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.

http://topnews.com.ge/photo/news/1430576878.jpg


„ქუთაისის ბოტანიკურმა ბაღმა ჩვენი ქვეყნის მემკვიდრეობას ორი მნიშვნელოვანი ძეგლი შემატა. ეს არის ნიკო მარის სახლ-მუზეუმი და იმერული ოდა. ძალიან ბედნიერი ვარ. მთელი ქალაქი ბოტანიკურ ბაღშია, ეს ყველაფერი კი ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენს კულტურაზე, ჩვენს მომავალზეა გათვლილი. ბოტანიკური ბაღი არის მცენარეთა ცოცხალი მუზეუმი,“ - აღნიშნა ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ამირან ხვადაგიანმა.

გიორგი აბაზაძე


ნანახია: 4665-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბოტანიკური ბაღის დირექტორი ამირან ხვადაგიანი ამბობს, რომ ბაღში კიდევ ბევრი სხვა პროექტის განხორციელება იგეგმება.
ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოალეობის შემსრულებლის ვინაობა ცნობილია.
ბოტანიკურ ბაღში სამუშაოები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.
ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურის მოწყობა 2012 წელს დაიწყო და კვლავ გრძელდება.
როგორც ბოტანიკური ბაღის პრესსამსახურში აცხადებენ, პანდუსის გაკეთება შშმ პირებისთვის უკეთესი გარემოს შესაქმნელად და იმ
'მიზანი მიღწეულია! ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ხალხის სამსახურშია!'

ამინდი