ხელნაკეთი გვირილების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა ქუთაისობაზე
თარიღი : 2-05-2015, 13:11 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, ქალაქის დღესასწაულთან დაკავშირებით ხელნაკეთი ნივთების გამოფენა უკვე ორი წელია ორმაისობის ტრადიციად იქცა. ქუთაისელი ხელოვანებისათვის ეს დღე ადგილობრივებისა თუ მოწვეული სტუმრების წინაშე მათი ნამუშევრების პრეზენტაციის საშუალებაა. "უკვე მეოთხე წელია სიამოვნებით ვთანხმდები ამ გამოფენაში მონაწილეობის მიღებას, რადგანაც ესაა დღე, როცა ყველანი ვერთიანდებით ქუთაისის სიყვარულით.
წელს სტუმრებს უამრავ ლამაზ ნივთთან ერთად ქუთაისალაქობას ხელნაკეთი გვირილებითაც ვულოცავთ," - ამბობს ხელოვანი ასმათ გოგატიშვილი.

ქალაქში 2 მაისობასთან დაკავშირებით 40-მდე ღონისძიებაა დაგეგმილი. ქუთაისობის აღნიშვნა კი ხვალაც გაგრძელდება.
თიკო ძოძუაშვილი