ქუთაისში ქუთაისობა მრევლისა და ქალაქის დალოცვით დაიწყო
თარიღი : 2-05-2015, 10:53 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში ქალაქის დღესასწაულის აღნიშვნა ბაგრატის ტაძრიდან ზარების რეკვითა და ჩოხოსნების კურთხევით დაიწყო. ბაგრატის ტაძარზე ამ დროისათვის მხარისა და ქალაქის პირველი პირები არიან შეკრებილი. ტრადიციის მიხედვით, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ მრევლი და ქალაქი დალოცა. ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, ქალაქში 2 მაისობასთან დაკავშირებით 40-მდე ღონისძიებაა დაგეგმილი. ქუთაისობის აღნიშვნა კი ხვალაც გაგრძელდება.