ქუთაისელებს ქუთაისობას ბათუმის ცირკი ულოცავს
თარიღი : 1-05-2015, 23:45 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

გვირილობასთან დაკავშირებით ქუთაისს ,,ბათუმის ცირკი'' ესტუმრება. ისინი ქუთაისელებს ორმაისობას, ქალაქის დღესასწაულს მიულოცავენ.
,,ბათუმის ცირკი'' დამსწრე სტუმრებს დაუვიწყარ სანახაობას ჰპირდება. წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა საცირკო ნომერი, "აკრობატული სანახაობა, კვადროციკლები, მოცეკვავე გოგონები, საჰაერო ნომრები და ჯამბაზები.
როგორც ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილემ ელისო ქაროსანიძემ TopNews. com.ge-სთან საუბარსი განაცხადა, მიმდინარე წელს "ქუთაისობის" პროგრამა ყველა ასაკისა და გემოვნების მაყურებელზე არის გათვლილი.
"განსაკუთრებული ყურადღება ეთმობათ ბავშვებს. წარმოდგენილი იქნება არა მარტო საცირკო ნომრები, არამედ პატარებს შესაძლებლობა ექნებათ ესტუმრონ თოჯინების თეატრს, ასევე ქალაქში იქნება ნიღბების თეატრის მსახიობების წარმოდგენები," -განაცხადა ელისო ქაროსანიძემ.
,,ბათუმის ცირკის" წარმოდგენა ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე არსებულ საათთან, 14:00 საათზე გაიმართება.