წერეთლის უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების თემაზე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
თარიღი : 1-05-2015, 15:48 | კატეგორია: საზოგადოება

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და ERASMUS+-ის საქართველოს ეროვნული ოფისის მხარდაჭერით საერთაშორისო კონფერენცია „უმაღლესი განათლება - ახალი ტექნოლოგიები და ინოვაციები“ გაიხსნა.
კონფერენციამ მუშაობა შემდეგ სექციებში განაგრძო: გლობალური საკითხები და თანამედროვე გამოწვევები განათლებაში; განათლების ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური ასპექტები; მასწავლებელთა გადამზადება - ტრენერთა ტრენინგი - სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე; ახალი ტექნოლოგიები და ინოვაციები სწავლა-სწავლების კვლევის პროცესში; აკრედიტაცია-ავტორიზაცია და ხარისხის უზრუნველყოფა განათლებაში; ახალი ტექნოლოგიები და ინოვაციები სწავლა-სწავლების პროცესში; სასწავლო პროცესისა და კვლევების ინტეგრაცია; ინტერნაციონალიზაცია და მულტიკულტურული პროექტები საგანმანათლებლო სივრცეში; კურიკულუმის დიზაინი: თანამედროვე პრინციპები, მეთოდები და ტექნოლოგიები.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ახალი პროექტების პრეზენტაციები. კონფერენცია, კონფერენცია, რომელშიც უცხოეთისა და საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობენ, ორდღიანია და 2 მაისს შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრით დასრულდება.