"მდიდრებმა გადაიხადონ მეტი",- დასაქმებულთა სოლიდარობა ქუთაისში

"დაჩქარდეს შრომის ინსპექციის შექმნა!, შეწყდეს ადამიანების გამოსახლება ბანკების ყაჩაღური კრედიტების გამო!," - ამგვარი მოთხოვნებით ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქცია გაიმართა.
აქციაზე, რომელიც "ახალგაზრდა სოცილიასტების" ორგანიზებით შედგა, მონაწილეებმა ყურადღება ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა და ქვეყანაში სამუშაო ადგილების დეფიციტისა და დაბალი ანაზღურების მიმართ უკმაყოფილება გამოხატეს.
"მთელი საქართველოს მასშტაბით დაბალი ანაზღაურება, ჩაგვრა, უმუშევრობა და სიღატაკე მთავარი პრობლემებია. დასაქმებული ადამიანების უდიდესი ნაწილი ჩაგვრის მსხვერპლია - ბევრი მათგანი სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში შრომობს. ბევრის შრომის ანაზღაურება იმდენად მცირეა, რომ ოჯახის გამოსაკვებად არ ყოფნის. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ქცეულია "მშრომელ ღარიბად", იძულებულია, დათანხმდეს შრომის მონურ პირობებსაც კი, რადგან უკეთესის მოთხოვნა შეიძლება სამსახურის დაკარგვად დაუჯდეს. თავისუფალ ბაზარს მინდობილი მოქალაქის მოწყვლადობით სარგებლობს კერძო კაპიტალი და შედეგად ვიღებთ დაბალანაზღაურებად მუშახელად ქცეულ საზოგადოებას, მინიმალური გარანტიების გარეშე და ხვალინდელი დღის შიშით. საგანგაშოა იმათი მდგომარეობა, ვისაც "იპოთეკით დაზარალებულებად" მოიხსენიებენ - ათასობით ოჯახი გამოსახლების საფრთხის წინაშეა. სიღატაკის ყველაზე შემზარავი შედეგი ალბათ მაინც ისაა, რომ საქართველოში წელიწადში 300 ბავშვი იღუპება კვების დეფიციტის გამო.
სტუდენტს, რომელიც დამლაგებლად ან მიმტანად მუშაობით ირჩენს თავს კაცს, რომელიც ასფალტს აგებს და ცდილობს წამლის ფული იშოვოს. მეშახტეს, რომელიც სიცოცხლის ფასად შოულობს ოჯახის გამოსაკვებ ფულს, ქალს, რომელსაც მამაკაცზე ბევრად ნაკლებს უხდიან რომელიმე ბანკში, ბანკებისგან დავალებულ ადამიანთა არმიას, რომლებსაც ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებათ. სოლიდარობის გარდა სხვა გზა არ აქვთ! ჩვენი მოთხოვნებია: უმუშევარს - დასაქმება; დასაქმებულს - ღირსეული შრომის პირობები! პროგრესული გადასახადი (მდიდრებმა გადაიხადონ მეტი)!," - აცხადებენ აქციის მონაწილეები.