"სტუდენტთა უფლებების ლიგამ" ქუთაისის უნივერსიტეტში კლუბი გახსნა
თარიღი : 1-05-2015, 14:30 | კატეგორია: საზოგადოება

"საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის" წევრები ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. ლიგის წევრებმა სტუდენტებს ორგანიზაციის მისია გააცნეს და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. "სტუდენტთა უფლებების ლიგა" თბილისში 2011 წელს დაარსდა, ხოლო ქუთაისში ერთი წელია საქმიანობს. ორგანიზაციის ფუნქციას სტუდენტთა უფლებების დაცვა, მათი პრობლემატიკის კვლევა და სტუდენტების ჩართულობით სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება წარმოადგენს. "სტუდენტთა უფლებების ლიგამ" დღესვე ქუთაისში კლუბი დააარსა. კლუბში გაერთიანებული სტუდენტები ორგანიზაციასთან სტუდენტთა დასახმარებლად ითანამშრომლებენ.