Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისს ახალი, ჯაზის ქუჩა შეემატება

თარიღი : 30-04-2015, 22:54 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისში ცოცხალი მუსიკის შესრულებით ახალი ქუჩა, სახელწოდებით "Street of JAZZ" გაიხსნება.
სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით ქუთაისში თბილისიდან ჯგუფი "LOST IN MUSIC" ჩამოვა.
ჯგუფის წევრთა განცხადებით, ისინი ყოველთვის მზად არიან გვერდში დაუდგენ ქუთაისს კულტურული ცხოვრების განვითარებაში და საკუთარი წვლილი შეიტანონ აღნიშნულ საქმეში.
Topnews.com.ge-მ მოახერხა ტელეფონით გასაუბრებოდა ჯგუფის წევრებს. მსმენელისათვის კარგად ნაცნობი მუსიკის გარდა, ჯგუფი ქუთაისელ მსმენელს კიდევ ერთ ახალ კომპოზიციას შესთავაზებს, რომელსაც ამ დროისათვის სიურპრიზად ტოვებენ.
"ქუთაისიდან დაგვირეკეს. გვთხოვეს მონაწილეობა მიგვეღო ახალი ქუჩის გახსნაში და ჩვენი მუსიკალური კომპოზიცია შეგვესრულება. სავარაუოდ ეს იქნება ცოცხალი შესრულება, რაზეც დავთანხმდით, ვინაიდან დასწრება უფასოა. მსმენელის მოსვლის მოლოდინიც დიდი გვაქვს. ასევე ვფიქრობთ, რომ ამ ქუჩაზე ისეთი პროექტები იქნება, რომელიც სამომავლოდ აუცილებლად გაამართლებს,"-ამბობს Lost in music- ის სოლო გიტარისტი ნიკა ჯანელიძე.
ცნობისთვის ქუჩის გახსნა 3 მაისს, 13:00 საათზე იგეგმება.

გიორგი აბაზაძე


ნანახია: 2696-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჯგუფი უნიკალურ მუსიკას ასრულებს, რომელიც ჯაზის და ქართული ეთნომუსიკის ნაზავს წარმოადგენს.
კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Topnews.com.ge ჯგუფის სოლისტს, ლაშა ნოზაძეს ესაუბრა.
ქუთაისში მცხოვრებმა მხატვარმა ლია უკლებამ და რეჟისორმა ლევან ბიბილეიშვილმა ლომონოსოვის ქუჩაზე ცნობილი ჯაზმენები და მუსიკალური
ჯგუფი 'არგო' ერთ-ერთ სიმღერას ლაშა რამიშვილთან ერთად შეასრულებს.
მომღერლის საღამო კომპლექს 'ბაგრატში' გაიმართება.

ამინდი