"როცა ქუთაისი ემხობა, ქუთაისის ინტელიგენცია დუმს"

არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისის საპატიო მოქალაქეებს აქტიურობისაკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის დამფუძნებლის თორნიკე ბარათაშვილის თქმით, იმ დროს, როდესაც ქუთაისი ემხობა, ქალაქის ინტელიგენცია დუმს.
"ქუთაისს ათობით ცოცხალი "საპატიო ქუთაისელის" სტატუსის მქონე ადამიანი ჰყავს. არსებობენ რეგისტრირებული თუ არარეგისტრირებული საზოგადოებები, რომელებიც ძირძველ ქუთაისელთა სახელით გამოდიან და ხშირად მენტორულ ტონში გვესაუბრებიან. ესენი არიან ღირსების ორდენის კავალერები, უნივერსიტეტის პროფესურა, რომელთა როლი ქალაქის განვითარებაში მნიშვნელოვანი უნდა იყოს და ზოგადად ქუთაისის ე.წ. ინტელიგენცია.
სად არის ეს ხალხი დღეს, როცა ქუთაისი ემხობა, როცა ქალაქი იცლება და მისი მომავალი საფრთხეშია? როცა გვართმევენ პარლამენტს და სანაცვლოდ არაფერს გვთავაზობენ. რაში სჭირდებათ მათ სტატუსები ან პოზიციები, თუკი დუმან მაშინ, როცა მათი სიტყვა მნიშვნელოვანია?
ეს პოლიტიკური გემოვნების საკითხი არაა, ეს ქუთაისის ყოფნა-არყოფნის საკითხია, სადაც ორი აზრი არ უნდა არსებობდეს, გამოფხიზლდით!," - აცხადებს ბარათაშვილი.