Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მანანა მანაგაძე: ამბობენ, ქუთაისის მერიაში დიდი წყალდიდობაა მოსალოდნელიო

თარიღი : 20-09-2013, 20:48 | კატეგორია: სხვადასხვა   
topnews.com.ge
სამოქალო ინტერესების დაცვის ცენტრ „არგუსის“ ხელმძღვანელი მანანა მანაგაძე, რომელიც ქალაქის მერიაში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობს, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეს თამაზ მარგველაშვილს მის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
მანანა მანაგაძემ დღეს განაცხადა, რომ საკონკურსო კომისიის წევრებმა ვიცე-მერობის მსურველი ყველა იმ პირის განცხადება დაბლოკეს, რომლებსაც CV-თან ერთად ავტობიოგრაფია არ ჰქონდათ წარმოდგენილი.
მანაგაძეს თამაზ მარგველაშვილმა უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ მისთვის გაურკვეველი იყო რა ინფორმაციის საფუძველზე აკეთებდა მსგავს განცხადებებს მანანა მანაგაძე.
„რადგან მისი განცხადება კომისიას ჯერ არ განუხილავს. წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო მაგათზეა ნათქვამი,“- განაცხადა მარგველაშვილმა.
„ეს უკვე მერამდენედ მაყენებს შეურაცხყოფას საჯარო მოხელე, საკრებულოს თავმჯდომარე, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე მარგველაშვილი?! ბატონო თავმჯდომარე, იცით თუ არა, რომ ღირსების შელახვა დასჯადია როგორც სამართლებრივად, ისე კაცურად!?-თუ რა თქმა უნდა ამ უკანასკნელზე პრეტენზია აქვს სუბიექტს! მით უფრო უღირსი საქციელია, როდესაც შეურაცხყოფას ქალს აყენებთ!...ფრთხილად ბატონო თამაზ! ამბობენ, მერიაში ახლო მომავალში დიდი წყალდიდობაა მოსალოდნელიო,“ - წერს მანანა მანაგაძე მისი facebook-ის გვერდზე.


ნანახია: 2759-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აქციის მონაწილეები მუდმივმოქმედი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის თანამდებობიდან გადადგომას, საკონკურსო
მანაგაძე, რომელსაც ადმინისტრაციული სამსახურის უფროსობა სურდა, ამბობს, რომ საკონკურსო კომისიაში განაცხადის გაკეთებისას
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრებს უნდობლობას უცხადებენ და
თამაზ მარგველაშვილის თქმით, ყოფილი კონკურსანტების მიერ კომისიის წინააღმდეგ აქციების დაანონსება მათი ნებაა.

ამინდი