პატრონის გარეშე დარჩენილი სტალინის აგარაკი წყალტუბოში
თარიღი : 28-04-2015, 23:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარე სანატორიუმი, რომელშიც ერთ დროს საბჭოთა კავშირის ლიდერი იოსებ სტალინი ისვენებდა, დღეს განადგურებულია. შენობის ძველი დიდებიდან ამ დროისათვის მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი.

სანატორიუმი წყალტუბოში გვიშტიბის გზაზე, შემაღლებულ ადგილას მდებარეობს. სანატორიუმის შემადგენლობაში კინოდარბაზი, იოსებ სტალინის პირადი მდივნისა და დამხმარე პერსონალის ნაგებობები შედიოდა.
ისტორიკოსი დაჩი იოსელიანი ამბობს, რომ სტალინი აღნიშნულ აგარაკზე 1951 წელს იმყოფებოდა. როგორც ცნობილია, აგარაკს 5 მებაღე ემსახურებოდა, ხოლო შენობა, რომელიც 1940 წელს აიგო, ისე აშენდა, რომ მის ბინადარს ყოველგვარი კომფორტი და უსაფრთხოება ჰქონოდა. თუმცა ამ ეტაპზე სანატორიუმი მხოლოდ შინაური ცხოველების მასპინძლის ფუნქციას ასრულებს. შენობა კარ-ფანჯრის გარეშე დარჩენილი და გაძარცვულია. დაჩი იოსელიანი ამბობს, რომ რასაც დრო ვერ მოერია, განაჩენი ადგილობრივებმა გამოუტანეს. კერძოდ, შენობის ტერიტორიაზე არის მიმოფანტული ქვები, რომლითაც შენობაში არსებული ბუხარი იყო მოპირკეთებული, მოპარულია სახურავის ნაწილი, ხოლო შენობის მეორე სართულზე მდებარე სააბაზანოებში დამტვრეულია აბაზანები.
დაჩი იოსელიანი ამბობს, რომ სათანადო მოვლის შემთხვევაში შენობას მისი ისტორიის გათვალისწინებით ტურისტების დიდი ნაკადის მოზიდვა და შემოსავლის მოტანა შეუძლია, თუმცა ამ დროისათვის ობიექტს მზრუნველი არ ჰყავს. ეკონომიკის სამინისტროში, რომლის ბალანსზეც სანატორიუმი იმყოფება, ინვესტორის გამოჩენას ელოდებიან.