Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ აღნიშნავს ქუთაისი 2 მაისს?-ქუთაისობას დაგეგმილი ღონისძიებები

თარიღი : 28-04-2015, 23:24 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ყოველი წლის 2 მაისს ქუთაისი ქალაქის დღესასწაულს, ქუთაისობას აღნიშნავს. საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ იმ ღონისძიებების ჩამონათვალს, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ 2 მაისთან დაკავშირებით შეიმუშავა.

10:00 სთ. - ბაგრატის ტაძრის ეზო
ქუთაისის დალოცვა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ კალისტრატეს მიერ.

10:00 -21:00 სთ. - ცენტრალური ბაღი
ყვავილების ფესტივალი;

11:00 სთ.
დიპლომატიური კორპუსის მიღება მერიაში;

11:00 სთ.-დან
საქართველოში წარმოებული პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა;

11:00-17:00 - მონ პლაზირის მიმდებარე ტერიტორია
ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა;

12:00 – 14:00 სთ - სპორტის სასახლე
სასკოლო სპორტული ოლომპიადის ფინალური მატჩები;

12:00 სთ.
სამი ოთარის ძეგლის პატივგება;

12:00 -17:00სთ. - პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორია
წიგნების ფესტივალი;

12:00-17:00 სთ.- ცენტრალური ბაღი
ქუჩის ხელბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ბალახის ჰოკეი, ჭადრაკი, ტანვარჯიში, აღმოსავლური ორთაბრძოლები;

12:00 – 17:00 სთ - მონ პლაზირის თაღის მიმდებარე ტერიტორია
ფოტოგამოფენა „XIX საუკუნის ქუთაისელი ქალბატონების პორტრეტები“;

12:00- 17: 00 სთ - მესამე სკოლის მიმდებარე ტერიტორია
პნევმატური იარაღით სროლა;

12:30 - 18:00 სთ - ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი
გამოფენა „ ფიროსმანის მირზაანის მუზეუმის კოლექციიდან“;

12:30 - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზი.
საჯარო ლექცია „ქუთაისი - საქართველოს მეორე დედაქალაქი“;

13:00 – 16:00 სთ.
ქუთაისობის აღნიშვნა მუხრანის ტყეში, ქართული სამზარეულოს გამოფენა;

13:00 სთ. თოჯინების თეატრი.
თოჯინების თეატრის სპექტაკლები ბავშვებისთვის;

14:00 სთ. – ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორია
საცირკო წარმოდგენა;

14:00 სთ. - ოპერის თეატრის მიმდებარე ტერიტორია
ნიღბების თეატრის წარმოდგენა ბავშვებისთვის

15:00 სთ-დან - სპორტის სასახლე
ჯიშიანი ძაღლების საერთაშორისო გამოფენა;

15:00 – 19:00 - ვ. ანჯაფარიძის ბაღი
ფერადი ბაღი (ელექტრონული მუსიკის კონცერტი);

15:00 სთ. - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება აწსუ-ს და ფრანგულ ინსტიტუტს შორის და სტუმრებთან ერთად ძლქვების, კვიპაროსებს, კედრების ნერგების დარგვა;

15 :30 სთ- ბოტანიკური ბაღი
ნიკო მარის სახლ-მუზეუმის გახსნა, იმერული ოდის პრეზენტაცია;

16:00 - 22:00 სთ - ოქროს ჩარდახი
ოთარ ქანდარიას გამოფენა;

16:00 - 17:00 სთ - ოქროს ჩარდახის აივანი
ჩაღლარის სკოლის ლიტერატურული კოსტიუმირებული კომპოზიცია ცისფერყანწელებზე;

16 :00 სთ. - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზი
კამერული მუსიკის კონცერტი „ კამერტონი“;
-
16 .00 სთ - იუსტიციის სახლსა და პარლამენტს შორის
საავტომობილო შეჯიბრი წყვილთა რბოლაში;

16:00 სთ - ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ფოიე
ნიკოლოზ საღარაძის ფოტონამუშევრების გამოფენა;

17:00 სთ - ლ.მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი
ფოლკლორის ცენტრი- სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტი;

19:30 – 22:00 სთ - ცენტრალური მოედანი
გალა კონცერტი;

21.00სთ - ბაგრატის ტაძრის ეზო
,სურვილების ღამე“ (ფრანების გაშვება ბაგრატის ტაძრიდან).


ნანახია: 3861-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დღის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების სია ასეთია:
ქუთაისის მერია ქალაქის დღესასწაულის-'გვირილობის' პროგრამას აქვეყნებს.
ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ ღონისძიებათა პროგრამას:
ქუთაისის მერიის პრესსამსახური 26 მაისის პროგრამას აქვეყნებს.

ამინდი