Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

2014 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაცდომისთვის 2 700 პოლიციელი დასაჯა

თარიღი : 28-04-2015, 15:06 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
„გვინდა დავამსხვრიოთ ის სტერეოტიპი, რომ ჩვენ სადღაც გვაქვს შეფარებული თავი და არავის ვეკონტაქტებით,“ - ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სამოქალაქო საზოგადოების წევრებს პოლიციის აქტივობის შესახებ ინფორმაცია გააცნეს. შეხვედრა კამპანია „უსაფრთხო ქალაქის“ ფარგლებში შედგა. პროექტი პოლიციის აქტივობის შესახებ რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირებულობის ზრდას ითვალისწინებს.
„კამპანია მიმდინარე წელს დაიწყო, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ პრეტენზიები არსებობდა იმ კუთხით, რომ უწყება არ იყო გამჭვირვალე. 2014 წელს 17 000-ზე მეტი გაშუქება ჰქონდა შსს-სთან დაკავშირებულ ნეგატიურ თუ პოზიტიურ ფაქტებს მედიაში. პოლიციის მიმართ ყოველთვის შეიძლება იყოს პრეტენზიები და შეკითხვები. 20 000-ზე მეტი დაკავება არის წლის განმავლობაში. 40 000-ზე მეტი პოლიციელია სისტემაში. 2 700 პოლიციელი დაისაჯა გასულ წელს გადაცდომისთვის,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
არჩილ თალაკვაძემ ხაზი გაუსვა, რომ თუ წლების განმავლობაში შსს დახურული უწყება იყო, დღეს ის გამჭვირვალეა. მინისტრის მოადგილემ ისიც განაცხადა, რომ ქვეყანაში 2014 წელთან შედარებით დანაშაულის 15%-ით კლება შეიმჩნევა, ხოლო პოლიციის რეაგირება დანაშაულთან მიმართებაში ეფექტურია.


ნანახია: 2282-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც topnews.com.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მინისტრის მიერ დაანონსებული საკადრო ცვლილებები
ამირანაშვილი იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსის თანამდებობას 2014 წლის დეკმებრიდან 2015 წლის 7 მარტამდე იკავებდა.
როგორც topnews.com.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მინისტრის მიერ დაანონსებული საკადრო ცვლილებების

ამინდი