Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ჩინური ინდუსტრიული ზონა ხომ არ გამოიწვევს ჩინელების მასიურ ჩამოსვლას ამ ქალაქში?"

თარიღი : 28-04-2015, 14:06 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისში, ახალი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნაში ქალაქისათვის სარგებელს ვერ ხედავს არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" დირექტორი სულხან ქობულაძე. ქობულაძე აცხადებს, რომ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი აქვს.
"საინტერესოა რას მოიცავს ეს თავისუფალი ინდუსტრიული ზონა. რას მოუტანს ეს ქ.ქუთაისს? მით უფრო, რომ ჩინური თავისუფალი ზონა უკვე არსებს ქუთაისში, რომლისგანაც სიკეთე ქუთაისლებმა ვერ დაინახეს. ხომ არ გამოიწვევს კიდევ ერთი თავისუფალი ზონის შექმნა ჩინელების მასიურ ჩამოსვლას იმ ქალაქში, სადაც უმუშევრობის პრობლემა მაღალ დონეზეა? მით უფრო ჩინეთის სახემწიფოს პოლიტიკაა რაც შეიძლება მეტი მისი მოქალაქე გავიდეს ქვეყნის გარეთ, რათა ჩინეთში წარმოებული საქონელის რეალიზება მოხდეს ამ ქვეყნებში, რაც საბოლოოდ ანადგურებს ადგილობრივი წარმოების პერსპექტივას. ჩინური საქონლის სიიაფის გამო.კითხვები ბევრია. იმერეთი, ქუთაისი მიესალმება ყველა ინვესტიციას(რომლის ნაკლებობა აშკარად იგრძნობა), მაგრამ ეს არ უნდა იყოს ადგილობრივი მუშახელის შემცირების და დემოგრაფიული სიტუაციის ცვლილების ხარჯზე. კარგი იქნებოდა ჯერ ამ კითხვებს პასუხი გასცემოდა და ხელისუფლებას ხელი მერე მოეწერა," - აცხადებს ქობულაძე.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ ქუთაისში ჩინური თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის დადგენილება ცოტა ხნის წინ მიიღო. საუბარია 2020 წლამდე 30 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებაზე.


ნანახია: 2231-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოს მთავრობამ ეს დადგენილება ცოტა ხნის წინ მიიღო.
"ჰუალინგის" თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2015 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა.
გახსნის ცერემონიას ჩინეთის დელეგაცია , ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ინფრასტრუქტურის და ფინანთა მინისტრის
აქციაში ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე მდებარე ავეჯის ფაბრიკაში დასაქმებულები მონაწილეობდნენ. ისინი იმ ყოველდღიურ ანაზღაურებას
15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში „ლეიბორისტული პარტია“ ქუთაისში, ავტოქარხნის
თიზ-ში ასევე იგეგმება სამშენებლო მასალების წარმოება.

ამინდი