ქუთაისში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესაქმნელად 30 მილიონი დოლარი დაიხარჯება

საქართველოს მთავრობამ ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ დადგენილება მიიღო. ეს განცხადება სამთავრობო პროგრამის - ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
საქართველოს მთავრობამ ეს დადგენილება ცოტა ხნის წინ მიიღო. საუბარია 2020 წლამდე 30 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებაზე. ეს გახლავთ 30-წლიანი პროექტი", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, იმერეთში საინტერესო ბიზნესპროექტების შესრულების რეალური საფუძველი არსებობს.
რეგიონში დღეისათვის მიმდინარე საინვესტიციო პროექტების ჯამური ღირებულება 29 მილიონამდე ლარია.