ქუთაისში მოსახლეობა ნინოშვილის სკვერთან კორპუსის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებს

ქუთაისში მოსახლეობა ნინოშვილის სკვერთან კორპუსის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებს.
ადგილობრივების თქმით, ათეული წლების მანძილზე, სკვერი განადგურებული იყო, ბოლო წლებია, რეაბილიტაცია მოეწყო, ახლა კი, სკვერის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსი უნდა აშენდეს.
„საღამოობით აქ მცხოვრები ადამიანები სკვერში გადმოვდიოდით, ვისვენებდით და ბავშვებს ვასეირნებდით. თუ კორპუსი აშენდება, სკვერი დაბნელდება და აქ დასვენება შეუძლებელი იქნება. საინტერესოა, ვინ გასცა ბრძანება, რომ აქ, სკვერში, კორპუსი აეშენებინათ“, - აცხადებს ნინო დოლიძე.
აქციას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. მათი თქმით, თუ მშენებლობა არ შეწყდება, 30 აპრილიდან მოსახლეობასთან ერთად მერიასთან მასობრივ საპროტესტო აქციებს გამართავენ.