იტვირთება

ქუთაისის მერი იმ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც ქალაქში ქართულ ენას სწავლობენ

ქუთაისის მერი იმ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც ქალაქში ქართულ ენას სწავლობენ

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი საქართველოს მოქალაქე სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში სასწავლო კურსს გადიან.

სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, სასწავლო კურსში  ,,ეთნიკური უმცირესობების  წარმომადგენელი ახალგაზრდების ინტეგრაცია“ 30 ახალგაზრდაა ჩართული  ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებიდან.

 სასწავლო კურსის მიზანს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა, სამოქალაქო საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება და უცხო გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარების განვითარება წარმოადგენს.

იოსებ ხახალეიშვილი და სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი ახალგაზრდებს  ქუთაისის როლსა და მნიშვნელობაზე, ქალაქში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ესაუბრნენ.

"მოხარული ვარ, რომ დღეს შევხვდით ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდებს, რომლებიც საინტერესო პროექტის ფარგლებში იმყოფებიან ჩვენს ქალაქში. ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან ვისაუბრე მიღწევებსა და გამოწვევებზე, ჩვენს გამოცდილებაზე, იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ქუთაისი, როგორც საუნივერსიტეტო ქალაქი  სთავაზობს ყველა ახალგაზრდას.

პროექტის მონაწილეები 10 დღეს გაატარებენ ქუთაისში და იმედი მაქვს, ეს დღეები დაუვიწყარი იქნება მათთვის. მადლობა მინდა ვუთხრა ჟვანიას სკოლის ადმინისტრაციას ამ საინტერესო შეხვედრის ორგანიზებისთვის,"-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები