"ნაციონალებიდან" ის დეპუტატები გაიქცნენ, რომლებსაც ხატები ჰქონდათ ოთახებში გამოფენილი"
თარიღი : 27-04-2015, 18:35 | კატეგორია: საზოგადოება, სხვადასხვა

არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია"-ს თავმჯდომარე გია გოქაძე ქუთაისის მერიაში ჩატარებულ რიტუალს ეხმიანება. გოქაძის თქმით, მისთვის გაუგებელია საჯარო მოსამსახურეთა კაბინეტებში ხატების გამოფენა.
"4 წელი ვიყავი ქუთაისის საკრებულოს წევრი. არც მანამდე და არც მის შემდგომ ვერ ვგებულობდი და ვგებულობ, რატომ ჰქონდათ და აქვთ ქრისტიანული ხატები საჯარო სამსახურის ოთახებში გამოფენილი. რატომ აკურთხებინებდნენ და აკურთხებინებენ დღეს ოთახებს მღვდლებს. სანთლის დანთება კიდევ ცალკე ფენომენია საჯარო სამსახურში. რატომ არიან ამ სიყალბეში ასე ჩაძირულნი? პირველი ოქტომბრის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობიდან" სწორედ ის დეპუტატები გაიქცნენ, რომლებსაც ეს ხატები ჰქონდათ გამოფენილი. ეს სიყალბე გვღუპავს ქართველებს. ღმერთი არ ტყუვდება. უბრალოდ ჩვენ ვიტყუებით ღმერთის სახელით," - წერს გოქაძე.