Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონში აქცია 'ერთი საათი ავტომობილების გარეშე' გაიმართა

თარიღი : 27-04-2015, 17:35 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ხონის მუნიციპალიტეტში დედამიწის დღესთან დაკავშირებულ აქცია „ერთი საათი ავტომობილების გარეშე“ გაიმართა.
აქციაში მონაწილეობა ხონის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღო.
აქციის ფარგლებში მოსწავლეებმა ხონში არსებულ წარმოება-დაწესებულებების და სამსახურების ხელმძღვანელებს სიმბოლური მოსაწვევები წარწერით „შემოგვიერთდით“ დაურიგეს.
აქციას ორგანიზება ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა და სსიპ მანდატურის სამსახურის პროფორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის სამსახურმა გაუწია.
"სიმბოლურად, მხოლოდ ერთი საათით გადაიკეტა კაკაბაძის მიმდებარე ტერიტორია. პარალელურად მოსწავლეებმა „დედამიწის დღის“ მნიშვნელობაზე სხვადასხვა სახის აქტივობები ჩაატარეს. ასევე მოეწყო ველოსიპედებით სეირნობა,"- განაცხადა აქციის ორგანიზატორმა.
შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე პირველად 1970 წლის 22 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში აღინიშნა და ის მსოფლიოში ერთ - ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა. წელს დედამიწის დღე 45-ედ აღინიშნა. ყოველი წლის 22 აპრილს ღონისძიებაში 190-ზე მეტი ქვეყნის, 20 ათასამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.


ნანახია: 2655-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აქცია-ღონისძიებაზე, რომელსაც RICDOG-ი უკვე მე-7 წელია მართავს, ორგანიზაციის წევრებმა საზოგადოებას გარემოზე ზრუნვისაკენ მოუწოდეს.
აქციაში მონაწილეობა ქუთაისის მერიის სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა სამსახურმა მიიღო.

ამინდი