ქუთაისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქალაქის მერმა დაათვალიერა
თარიღი : 27-04-2015, 16:41 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში, ზაქარიაძის ქუჩაზე 900 მეტრი ასფალტის საფარი იგება. მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყლის სისტემის შეცვლა, რომელიც დაახლოებით ორი კვირაში დასრულდება და ამის შემდეგ მოხდება ასფალტის გზის დაგება. მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის უფროსთან ერთად დაათვალიერა.
ზაქარიაძის ქუჩაზე ასფალტის საფარს ტენდერში გამარჯვებული შპს "გზამშენი 21" აგებს. აღნიშნული გზის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.
"სხვადასხვა მიმართულებით ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქალაქში უკვე მიმდინარეობს. იმედი გვაქვს ამინდები ხელს შეგვიწყობს და სამუშაოები ქალაქში დროულად და ხარისხიანად შესრულდება", -განაცხადა შოთა მურღულიამ.