Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ალტერნატიულ მერს ირჩევენ

თარიღი : 27-04-2015, 13:41 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ქალაქის მასშტაბით გახსნილ სამ საარჩევნო უბანზე ქალაქის მერის არჩევნები მიმდინარეობს.

მერის ალტერნატიული არჩევნები სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის „თაობათა დიალოგი“ პროგრამის „ღია თვითმმართველობა 2“-ის ფარგლებში იმართება.

მერის ალტერნატიულ არჩევნებთან დაკავშირებით ქალაქის მასშტაბით სამი საარჩევნო უბანი 12:00 საათიდან 18:00 საათის განმავლობაში იმუშავებს.

არჩევნებისთვის 4 პოლიტიკური პარტია: „ახალგაზრდა ლიბერალები“, „ხალხის პარტია“ „თანამედროვე ალტერნატივა“ და „ცვლილებები დღეს“ ჩამოყალიბდა. თითოეულ პარტიას მერობის კანდიდატი ჰყავს. მაგალითად, „ახალგაზრდა ლიბერალების“ მერობის კანდიდატს ბექა ვირსალაძე წარმოადგენს. „ხალხის პარტის“ მერობის კანდიდატი კობა ნოზაძეა. პარტიები „თანამედროვე ალტერნატივა“ და „ცვლილებები დღეს“ კოალიციის სახით გაერთიანდნენ და მერობის კანდიდატად დავით ალავიძე წარმოადგინეს.

პროგრამის მიზანს ახალგაზრდებში ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარება, თვითმმართველობის პრინციპებისა და მუშაობის გაცნობა, გადაწყვეტილების მიღების
პროცესში ჩართვა, ქალაქის განვითარება და ახალგაზრდული პრობლემების გადაწყვეტის გზების ძიება წარმოადგენს. პროგრამის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ მოდელირებული არჩევნები არაფრით განსხვავდება რეალური არჩევნებისგან, ხოლო თავად ამგვარად საარჩევნო პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით გამოცდილებას იძენენ.


ნანახია: 2325-ჯერ

მსგავსი სიახლეები
არჩევნებზე ორი კანდიდატი იყო წარმოდგენილი.
მერმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ჩართვა თვითმმართველობის მართვაში აუცილებელია.
ცნობისთვის, ქუთაისში 152 561 ამომრჩეველია რეგისტრირებული. აქედან, 85 440 ქალია, ხოლო 67 121 -მამაკაცი.
ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, 5 თვითმმართველი ქალაქიდან 4-ში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პირველივე ტურში იმარჯვებს
ქუთისში, საარჩევნო სიებთან და კანდიდატებთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებები იყო ქალაქის N59 საოლქო საარჩევნო კომისიაში

ამინდი