ზესტაფონში ბაზრის მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს
თარიღი : 27-04-2015, 13:35 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ზესტაფონში ბაზრის მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების თქმით, ძველი საკოლმეურნეო ბაზრიდან ისინი მოტყუებით ახალ ბაზარში გადმოიყვანეს, ახლა კი შესაბამის პირობებს არ უქმნიან.
"ჩვენითვის კარგი იყო ის ძველი ბაზარი. აქ ყველაფერზე წუწუნებს ბაზრის ადმინისტრაცია. გვერდით დახლზე ქუდი რომ მოიძრო და დადო, იმაზეც ერთ ამბებს ატეხავს. თუ უახლოეს მომავალში ჩვენი პრობლემები უკეთესობისკენ არ შეიცვლება, ძველ ბაზარში დავბრუნდებით", - აცხადებს მანანა დოლიძე.
აქციის მონაწილეები ასევე ზესტაფონის ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვითაც იმუქრებიან.