ირაკლი ღარიბაშვილი-ქუთაისს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ირაკლი ღარიბაშვილი-ქუთაისს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება

თარიღი : 25-04-2015, 18:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პრემიერ-მინისტრმა იმერეთის რეგიონში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტებზე ისაუბრა.
როგორც სამთავრობო პროგრამის - "ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის" ფარგლებში იმერეთის რეგიონში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, ხელისუფლებამ ინტენსიური მუშაობა დაიწყო იმერეთის რეგიონში წყლის პრობლემის მოსაგვარებლად.
"წლების განმავლობაში ქუთაისში და მთლიანად იმერეთის რეგიონში წყალმომარაგების პრობლემა, პრაქტიკულად, გადაუჭრელი იყო. ჩვენ დავიწყეთ ინტენსიური მუშაობა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ჩვენ დავასრულეთ ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა; ზესტაფონის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია - ეს გახლავთ 3 მილიონიანი ღირებულების პროექტი; წყალტუბოს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია - 5 მილიონიანი პროექტი, ასევე ტყიბულის, ბაღდათის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას და აღნიშნა, რომ ეს არის 87 მილიონიანი პროექტი, რომელიც მანამდე არ განხორციელებულა.
"ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომლის განხორციელების შედეგად 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება მთელ ქუთაისს. ეს არის 87 მილიონიანი პროექტი. ჩვენ ასევე ვიწყებთ კანალიზაციის მასშტაბური პროექტის განხორციელებას ქუთაისში. ამ პროექტის ღირებულება 100 მილიონ ევროს აჭარბებს. ეს პროექტი მოიცავს როგორც კანალიზაციის სისტემის რებილიტაციას, ისე გამწმენდი ნაგებობების მშენებლობას. ამ პროექტის განხორციელებაში ჩვენ გვეხმარება ევროპის საინვესტიციო ბანკი. ეს არის პროექტები, რომელთა განხორციელებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონისთვის", - აღნიშნა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ იგივე პროექტები ხორციელდება ზესტაფონში, თერჯოლაში, ჭიათურაში.


ნანახია: 1091-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამშენებლო სამუშაოებისათვის აზიის განვითარების ბანკმა 27 მილიონ ლარზე მეტი გამოყო.
ამის შესახებ განცხადებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი აკეთებს.
ამის შესახებ განცხადებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი აკეთებს.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 2016-2020 წლებში ქუთაისის წყალარინების სისტემის, მათ შორის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის
ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში იმერეთის რეგიონში გაცემულია 31
რამდენად რეალურია პრემიერის დაპირება?იხილეთ მასალაში.
პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, ორშაბათს, იმერეთის რეგიონის გუბერნატორად შავლეგ ტაბატაძეს დაასახელებს.
თემობის ტრადიცია მე-19 საუკუნიდან იღებს სათავეს და 2013 წელს აღდგა.
მათივე ცნობით, საქართველში ამ დროისთვის 12 ინსპექტირების ცენტრია, სადაც აირბალონიანი ავტომობილების ტექინსპექტირება ხორციელდება. აქედან 4 თბილისში, 2 რუსთავში,

ამინდი