პრემიერმა იმერეთის რეგიონში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმერეთის რეგიონში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
როგორც სამთავრობო პროგრამის - "ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის" ფარგლებში იმერეთის რეგიონში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში იმერეთის რეგიონში გაცემულია 31 მილიონამდე ლარის ოდენობის ათას ორასოცი სესხი.
"2 წლის განმავლობაში რეგიონში გადაიარაღებულია 50 საწარმო. ძალიან წარმატებულად ჩატარდა საგაზაფხულო სამუშაოები ბოლო ორი წლის განმავლობაში. 150 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო დახმარება სახელმწიფოსგან, მილიონობით ლარის სარგებელი", - აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, გასული წლის შემოდგომაზე ამოქმედდა აგროდაზღვევის პროექტი, რომლის საშუალებითაც პირველად საქართველოში ფერმერებს საკუთარი მოსავლის დაზღვევის საშუალება მიეცათ და ეს რისკები მინიმუმამდე იყო დაყვანილი.
"ჩვენ გავეცით 7 პოლისი, რაც რეგიონისთვის ძალიან ცოტაა. ასე რომ, მინდა ყველას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ გაქვთ ამის უნიკალური შესაძლებლობა და ამის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, იმერეთის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი მინიჭებული აქვს 72 კოოპერატივს.
"ჩვენ შვიდ კოოპერატივს ვეხმარებით მცირეგაბარიტიანი აგროტექნიკითა და ხელით სათესებით", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა ჯანდაცვის მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაბა ხარაგაულში ახალი ამბულატორია გაიხსნა, ასევე 12 რაიონულ ცენტრს 36 ახალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა გადაეცა, გასულ წელს 12 ახალი ამბულატორია გაიხსნა. დაბა ხარაგაულში ახალი ამბულატორიის გვერდით იწყება ახალი 15-საწოლიანი კლინიკის მშენებლობა, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.