Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ირაკლი ღარიბაშვილი: დარწმუნებული ვარ წყალტუბო გახდება ყველაზე საამაყო კურორტი

თარიღი : 25-04-2015, 15:44 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ილია დარჩიაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად წყალტუბოს ცენტრალური პარკი, მეექვსე აბაზანა და ცივი ტბა დაათვალიერა.
,,ეს არის უნიკალური კურორტი, შეგვიძლია თამამად შევადაროთ, ისეთ ცნობილ კურორტებს როგორიცაა ბადენ- ბადენი და კარლოუარი, ამ კურორტს სჭირდება დიდი ინვესტიციები, საპარტნიორო ფონდმა შეისწავლა წყალტუბოს განვითარების გეგმა, აღსანიშნავია, რომ ფრანგული კომპანია ,,ვიჩი’’ დაინტერესებულია ამ კუთხით, ჩვენი სურვილია, მეტი ინვესტიცია ჩაიდოს, დარწმუნებული ვარ წყალტუბო გახდება ყველაზე საამაყო კურორტი, არამარტო ჩვენს რეგიონში, არამედ ევროპაში,’’- განაცხადა საქართველოს პრემიერმა.
წყალტუბოში პირველი გასვლითი ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, რომლის თქმით, საქართველოში უნდა აღორძინდეს სამკურნალო ტურიზმი_ ,,წყალტუბო ყოველთვის იყო ამის ცენტრი, აქ 160 ათასამდე დამსვენებელი ჩამოდიოდა, ეს იყო ზღაპრული კურორტი და ჩემი ოცნებაა
აღიდგინოს ზუსტად ეს დანიშნულება,“- განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
პრემიერის ვიზიტისას ბალნეოლოგიური კურორტის განახლებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების საკითხებზე გააკეთა აქცენტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა.
,,წყალტუბოს საკურორტო ზონის რეაბილიტაციის შედეგად, გაიმართება ტურისტული ინფრასტრუქტურა. შეიქმნება ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები. გაუმჯობესდება ტურისტულ ცენტრებთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული მომსახურება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, რაც წყალტუბოს წამყვანი საკურორტო ქალაქის სტატუსს დაუბრუნებს,’’- აღნიშნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა.


ნანახია: 3796-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წყალტუბოს სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ფაზაშია
ფაქტ-მეტრი მიხეილ სააკაშვილის განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
წყალტუბოს საკურორტო ზონის განვითარების კონცეფცია საპარტნიორო ფონდმა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Kohl & Partner-თან ერთად

ამინდი