" ღარიბაშვილმა თბილისიდან ჩამოყვანილი მსახიობები ქუთაისელ მეწარმეებად გაასაღა"

დაზარალებული მეწარმეები ქუთაისში, სასტუმრო "ბაგრატში" ქვეყნის პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე არ შეუშვეს. მეწარმეებთან ერთად პრემიერთან შეხვედრას პარტია "თავისუფალი საქართველო"-ს ლიდერი კახა კუკავა ცდილობდა. კუკავას განცხადებით, პრემიერი მხოლოდ იმ მეწარმეებს ხვდება, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლებას აქებენ, ხოლო რეალური პრობლემების მქონე მეწარმეები შეხვედრაზე დამსწრე პირთა სიაში ვერ მოხვდნენ.
"ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისიდან ჩამოყვანილი მსახიობები ქუთაისელ მეწარმეებად გაასაღა. პრემიერ-მინისტრს სხვადასხვა კუთხეებში დაჰყავს ის ბიზნესმენები, რომლებსაც პრობლემები არ აქვთ. მე აქ წამომყვნენ ბიზნესმენები, თუმცა ღარიბაშვილს მათთან შეხვედრის სურვილი არ გააჩნია. დაცვამ სპეციალური კორდონი გააკეთა და სასტუმროსთან, სადაც ეს ღონისძიება მიმდინარეობს, მისასვლელი გზები გადაგვიკეტეს“, - აცხადებს კუკავა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშივლი დღეს იმერეთის რეგიონს სტუმრობს. მან ხარაგაულში საავადმყოფო გახსნა, წყალტუბოში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალეირა, ქუთასიში კი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ხვდება.