Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ იმერეთის რეგიონს ეწვევა

თარიღი : 24-04-2015, 23:36 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
სამთავრობო პროგრამის - "ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის" ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ იმერეთის რეგიონს ეწვევა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაიცით, რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციამდე, 10:00 საათზე, ირაკლი ღარიბაშვილი დაბა ხარაგაულში ახალ სამედიცინო პუნქტს გახსნის და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება.
ასევე დაგეგმილია პრემიერის სტუმრობა წყალტუბოში, სადაც 11:30 საათზე, მთავრობის მეთაური ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და წყალტუბოს განახლებულ სამკურნალო აბაზანებს დაათვალიერებს, ასევე გაეცნობა ცივ ტბაზე მოწყობილ ინფრასტრუქტურას.
პრემიერ-მინისტრი რეგიონში მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით, შეხვედრას გამართავს რეგიონის გუბერნატორსა და იმერეთის რაიონების გამგებლებთან, რის შემდეგაც, 14:00 საათზე, ქუთაისში, სასტუმრო "ბაგრატში" ბიზნესწრეების წარმომადგენლებს იმერეთის რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალს გააცნობს.
პროექტი "ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის", საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ხორციელდება და რეგიონებში წარმოების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.


ნანახია: 2204-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ
შეხვედრაზე იმერეთში კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქუთაისში მდებარე მთავრობის სახლის ყოფილი შენობა სავარაუდოდ
იმერეთის რეგიონში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა,

ამინდი