Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იპოთეკარებმა პარლამენტის შესასვლელი გადაკეტეს

თარიღი : 20-09-2013, 15:30 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ მოშიმშილე იპოთეკური სესხებით დაზარალებულმა მოქალაქეებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობის ცენტრალურ შესასვლელთან მისასვლელი გზა გადაკეტეს.
„მე-17 დღეა ვშიმშილობთ. ქვეყანაში ერთი მოშიმშილეც რომ იყოს, იმასაც სჭირდება ყურადღება. მჯდომარე აქციას მივმართეთ, რომ ხელისუფლებას შევახსენოთ, ამ ქვეყანაში ხალხი არსებობს და ამ ხალხს დიდი ძალა აქვს,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ხვიჩა გედენიძე.
მოქალაქეთა მოთხოვნას გამოსახლებების დროებით შეჩერება და გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხების გაცემა წარმოადგენს. აღნიშნულს ქვეყნის მთავრობა ეწინააღმდეგება. მოქალაქეების მოთხოვნას პარტია „თავისუფალი საქართველოც“ უერთდება. პარტიის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი წულაიას თქმით, ხელისუფლებამ და დეპუტატებმა ამგვარად დისკომფორტი უნდა იგრძნონ.
„ჩამოვიდნენ და ფეხით გაიარონ. უნდათ სარდაფიდან და უნდათ სახურავიდან შევიდნენ პარლამენტში. ქვეყანა ზის ნამდვილ ბომბზე,“ - ამბობს წულაია.


ნანახია: 2273-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებისგან დაბალპროცენტიანი გრძელვადიანი სესხების გაცემა და გამოსახლების პროცესის შეჩერება მოითხოვეს.
იპოთეკური სესხებით დაზარალებულმა მოქალაქეებმა ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან მორიგი აქცია გამართეს.
ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობას კვერცხები დაუშინეს.
იპოთეკური სესხებით დაზარალებულ მოქალაქეთა განცხადებით, ისინი პერმანენტულ აქციებს მიმართავენ იმ დრომდე, ვიდრე ხელისუფლება მათი
ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ მოშიმშილე იპოთეკური სესხებით დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად სასწრაფო დახმარების

ამინდი