"ქუთაისის მერმა გოჩა თევდორაძესთან ინტერესები ვერ გაიყო"
თარიღი : 24-04-2015, 13:56 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

ქუთაისის მერს შოთა მურღულიას ქალაქში პარკირების ადგილების მოსაწყობად გამოცხადებული აუქციონის ჩაშლაში ადანაშაულებენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“-ს თავმჯდომარე გია გოქაძე აცხადებს, რომ ქალაქის მერი საერთო ინტერესებზე იმერეთის ყოფილ ვიცე-გუბერნატორთან გოჩა თევდორაძესთან და „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებთან ვერ თანხმდება.
„სწორედ ამ ხალხმა მოიყვანა მურღულია 2013 წელს ქუთაისში მერის თანამდებობაზე. მურღულია თავის მოღვაწეობას სამი პოლიტიკური ძალის მეშვეობით ახორციელებს. ესენი არიან „ქართული ოცნება“, „პატრიოტთა ალიანსი“ და დემოკრატიული ალიანსი“. აუქციონი უკვე ორჯერ ჩავარდა. ეს ბიზნესი არ არის წამგებიანი, მომგებიანია,“ - ამბობს გოქაძე.
აუქციონი პარკირების 274 ადგილზე ერთ ლოტად გამოცხადდა, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქუთაისში პარკირების სისტემაზე მზრუნველი კომპანია ვერ შეარჩია.
ქუთაისის მერიაში გია გოქაძის კრიტიკას მიუღებლად თვლიან და კომენტარს არ აკეთებენ.
„კრიტიკას სჭირდება ცოდნა, გამოცდილება და ფაქტები. გია გოქაძის აბსურდულ იდეებზე და განცხადებებზე კომენტარის გაკეთებაც კი ზედმეტია, რადგან ამ სამიდან არც ერთი არ გააჩნია,“ - აცხადებენ მერიაში.